ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის პოსტი დღეიდან ოფიციალურად ჩაიბარა ტერეზა მეიმ. ის მეუღლესთან, ფილიპთან ერთად უკვე შესახლდა ლონდონში, დაუნინგ სტრიტის #10–ში, სადაც არის გაერთიანებული სამეფოს პრემიერის რეზიდენცია. ეს რეზიდენცია დღესვე დატოვა ყოფილმა პრემიერმა დევიდ კემერონმა თავის ოჯახთან ერთად.
გთავაზობთ ევროპის ფოტო სააგენტის (EPA) რამდენიმე ფოტოს, რომელიც ამ მოვლენას ასახავს.




