ახალი ამბები

ანონსი – 14 ივლისი

13 ივლისი, 2016 •
ანონსი – 14 ივლისი

გთავაზობთ, 14 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

09:30 – იუსტიციის საბჭოს შენობასთან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საპროტესტო აქციას გამართავს “სასამართლო მურუსიძეების გარეშე“;

10:00 – ბათუმში გაიხსნება რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციასაქართველოს ევროპული გზა – სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნებ“,  რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება;

10:30 – “პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: უმრვალესობის ახალი სახეები და სამომავლო გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული;

11:00 – თბილისის მერი დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს. მის.: ჩუღურეთი, ჩიტაია #6;

11:00 – “პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უმრავლესობის ახალი სახეები, რესპუბლიკელები ოპოზიციაში, პარტიის მხრიდან საარჩევნო გარემოს შეფასება და გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული;

11:00 – ენმ-ს ცენტრალურ ოფისში, ელენე ხოშტარიას და სერგი კაპანაძის პრესკონფერენცია;

12:00 – ქარელში ვარძელაშვილის ქუჩა # 2 ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერი ირაკლი ალასანია პარტის სხვა ლიდერებთან ერთად მოსახლეობას შეხვდება და ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ რეგიონულ ოფისს გახსნის;

12:00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენციას გამართავს ლელა გულედანი, „ დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარე;

12:30 – ეროვნულ კინოცენტრში (მის: ზ.გამსახურდიას სანაპირო #4) ფილმის „სხვისი სახლი“ შემოქმედებითი ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება;

13:00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენციას გამართავს გიორგი ლაღიძე, პარტია მომავალი საქართველოს ლიდერი.

13:30 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენციას გამართავს პატრიოტთა ალიანსის მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი კოკა მორგოშია, შტაბის წარმომადგენლები დინა მირცხულავა. მირიან თეთრუაშვილი;

15:00 – სასტუმრო Courtyard Marriott-ში (მისამართი: თავისუფლების მოედანი N4) სს Business Georgia-სა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდება ბიზნეს ფორუმი „მედია ინდუსტრია 2016“;

16:00 – კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში (ლ.ასათიანის ქ.62) გაიმართება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC)-ის დატოლერანტობისა დამრავალფეროვნების ინსტიტუტი” (TDI)-ის მიერ მომზადებული ერთობლივი კვლევის პრეზენტაცია რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა (2014-2015);

18:00 – ბათუმის კოლონადებთან სუხიშვილების ბავშვთა ანსამბლი მაყურებლის წინაშე წარსდგება;

19:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის ლექციათბილისის ქუჩებისა და მოედნების სახელდების ისტორია და დღევანდელი გამოწვევები“;

19:00 – ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება „ღია კარის დღე“დამწყები მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამით „სტარტაპ საქართველო“ დაინტერესებული ადამიანებისთვის;

19:00 – ოპერის თეატრში გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის,ლეგენდარული მომღერლის თენგიზ მუშკუდიანის საოპერო შემოქმედებისადმი მიძღვნილი გალა- კონცერტი და მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი