საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა და მან “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მოამზადა.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი პარლამენტარი ლევან ვეფხვაძეა.
განმარტებით ბარათში კანონპროექტის მიღების მიზეზად შემდეგი გარემოება სახელდება:
“კანონპროექტის მიზანი გახლავთ ის, რომ ამ ორგანული კანონით დადგენილი რეგულაციებით სამართლიანად და ზუსტად იქნას დადგენილი ყველა სუბიექტის (საარჩევნო სუბიექტის, ფიზიკური და იურიდიული პირების) უფლება–მოვალეობანი და, ამავდროულად, მაქსიმალურად გამოირიცხოს კანონის ურთიერთსაპირისპირო ინტერპრეტაციის ალბათობა. მეტად იყოს გაცნობიერებული და დაცული თავის უფლება–მოვალეობებში ყველა ის სუბიექტი, ვისაც ეს ორგანული კანონი ეხება,” – ნათქვმია განმარტებით ბარათში.
რა ცვლილებების შეტანას ითხოვს ვეფხვაძე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტი წარმოადგენს კოლოსალურად დიდ თანხას და 251 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის რეგულაციისას უნდა მოხდეს მისი განახევრება.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესხებ” კანონში 251 მუხლის პირველი პუნქტი შემდეგნაირად განიმარტება:
„მუხლი 251
1. პარტიის და მასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსების, შემოწირულებებისა და კანონით დაშვებული სხვა ფორმებით მიღებული შემოსავლის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს, ისევე, როგორც პარტიის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს”.
რაც შეეხება ამავე მუხლის მე–4 პუნქტს, მიგვაჩნია, რომ სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნის ფარგლებში წლის განმავლობაში (12 თვის განმავლობაში) პარტიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა საჩუქრად გასცეს არაუმეტეს 60 000 ლარის ღირებულების ნივთები, ამასთან, თითოეული ღონისძიებისათვის გაწეული ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს. რამეთუ წლის განმავლობაში პარტიის მიერ 5 000 ლარის ღირებულების ნივთების გაჩუქება სადღესასწაულო ღონისძიებებისას მეტად უმნიშვნელო, არაეფექტური და მიზერულია.
„მუხლი 251
4. პარტია უფლებამოსილია სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნის ფარგლებში წლის განმავლობაში საჩუქრად გასცეს მცირე ღირებულების მქონე ნივთები საერთო ღირებულებით არა უმეტეს 5 000 ლარისა”.
261 1–ლი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი საჭიროებს შეცვლას იმ ფორმულირებით, რაც წარმოდგენილ პროექტშია, რადგან არ დაირღვას პირთა კანონიერი უფლებები, ხოლო 261 მუხლის მეორე პუნქტი ამოღებულ უნდა იქნეს – ნათქვამია კანონპროექტში.
261 მუხლის 1–ლი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი
ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება:
გ) პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებულ პირზე, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირზე, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით.
261 მუხლის მეორე პუნქტი:
ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება:
2. იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება პარტიის საქმიანობასა და მიზნებს.
ასევე დროული და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებაწარმოდგენილი ორგანული კანონის 271 პირველ და მეორე პუნქტებთან დაკავშირებით, რამეთუ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შაბათობით ბანკებს აქვთ არასრული სამუშაო დღე კვირა დღე საერთოდ უქმეა. ასევე არსებობს საღესასწაულო დღეებიც, როცა საბანკო სისტემა არ მუშაობს და მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, მისი დროული განხორციელება შესაძლოა ამ მიზეზით შეფერხდეს.
„მუხლი 271
1. შემოწირულების შესახებ ინფორმაცია პარტიამ 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს საქართველოს კონტროლის პალატას.
2. თუ შემოწირულების მიღებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 3 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
კანონპროექტში გამოთქმულია შენიშვნა 33 1 მუხლთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზეც. იგი სრულად და ზუსტად ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დანაწესებს გარიგების ბათილად მიჩნევასთან დაკავშირებით, რამეთუ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონითდადგენილ წესსა და აკრძალვებს. ამდენად გარიგების ბათილობის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ პირდაპირი დარღვევა კანონისა და არა მისი „თავის არიდება“.ამასთან, გარიგების ბათილობის შემთხვევაში უნდა აღდგეს ე.წ.„სტატუს ქვო“ ანუ საწყისი მდგომარეობა. თანხის ან ქონების ბიუჯეტში მიქცევა მიგვაჩნია სამართლებრივად არასწორად.
შესამცირებელია და საკითხისადმი უფრო რელევანტური უნდა იყოსამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ვადაც.
რაც შეეხება თანხის დაყადაღებას, მიგვაჩნია, რომ ნაკლები ოდენობის ან თუნდაც არსებითად უმნიშვნელო ოდენობის თანხასთან დაკავშირებული დავის გამო არ შეიძლება პარტიას დაუყადაღდეს მთელი საბანკო ანგარიში და მნიშვნელოვანი დროის მანძილზე იყოს პარალიზებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება საარჩევნო პერიოდს. ანგარიშის დაყადაღება უდა იყოს შესაძლებელი იმ ოდენობით,რასაც ითვალისწინებს კანონის ქმედების სანქციის სახით.
„მუხლი 331
ბათილია გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს ამ თავით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისთვის თავის არიდებას. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.
განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას.
კანონპროექტის მიღება არ ეწინაარმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
კანონპროექტის მომზადების პროცესში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისოორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთი არ არსებობს.
ლევან ვეფხვაძე არ გამორიცხავს, რომ გარკვეული ჩასწორებები არასამთავრობოებთან კონსულტაციების შემდეგ შეიძლება მოხდეს.
“ეს კანონპროექტი მე დამოუკიდებლად მოვამზადე, რაღაცეები მსგავსია არასამთავრობოების პოზიციის, რაღაცეები განსხვავებული. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული დამატება კიდევ შევიდეს ამ კანონპროექტში. თუ რაიმე პრინციპული საკითხი იქნება დასამატებელი არასამთავრობოების ჩათვლით, დავამატებთ, ხოლო რაც შესაცვლელია, მზად ვართ, მათთან შეთანხმებით შევცვალოთ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ვეფხვაძემ.
მისი თქმით, ეს ჯერ პირველი მოსმენით არ გასულა. კანონპროექტი ორშაბათს დარეგისტრირდა და ახლა საკომიტეტო მოსმენებს ელოდება.
შეგახსენებთ, ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში („საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო”, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „სამართლიანი არჩევნები” და კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისათვის”), პარლამენტში 17 თებერვალს მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება წარადგინა.
საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ბიურომ 5 დღის ვადაში უნდა განიხილოს და განსაზღვროს წამყვანი კომიტეტი, რომელიც ამ წინადადების განხილვაზე იქნება პასუხისმგებელი, ამის შემდეგ კომიტეტს აქვს 20 დღის ვადა წინადადების განხილვისთვის.