ახალი ამბებირეკლამა

თიბისი ბანკი საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

13 ივლისი, 2016 • 1157
თიბისი ბანკი საქართველოში  2016 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Euromoney Magazine თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო  ბანკად დაასახელა საქართველოში.

განვლილი 6 წლის მანძილზე, თიბისი ბანკმა უკვე მეხუთედ მოიპოვა საქართველოში საუკეთესო ბანკის ტიტული. Euromoney Magazine – ის ამ ნომინაციაში ბანკმა 2011, 2012, 2014 და 2015 წლებშიც გაიმარჯვა.

ჟურნალის სარედაქციო გუნდის განცახდებით, თიბისი ბანკმა  ჯილდო  გამორჩეული მომგებიანობისა და დაბალანსებული ზრდის სტრატეგიის შედეგად  მიიღო.  ჟურნალმა ბანკის მიღწევებს შორის სესხების შთამბეჭდავი ზრდა, ეფექტიანობის გაუმჯობესება და საკრედიტო პორტფელის დივერსიფიკაციაში წინ გადადგმული ნაბიჯები გამოყო , რაც რედაქციის განმარტებით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე.

„გვეამაყება, რომ „საქართველოს საუკეთესო ბანკის“ ჯილდო უკვე მეხუთედ მივიღეთ 2011 წლის შემდეგ. ეს ჯილდო  მთელი გუნდის თავდადებული შრომის აღიარებაა.  ამ შრომის შედეგად ყოველწლიურად ძლიერდება ჩვენი ფინანსური მაჩვენებლები და ბაზარზეც წამყვანი პოზიციები გვიჭირავს,“ -განაცხადა  თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Euromoeney Magazine-ის დაჯილდოება, რომელიც უკვე 25 წელია იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში.

დაჯილდოება მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას, რეგიონსა და ქვეყანაში საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის  ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

გამარჯვებულთა სრული სია  Euromoney Magazine -ის 2016 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდება, ონლაინ ვერსიის ნახვა შესაძლებელი იქნება გამოცემის ვებ-გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი