ახალი ამბები

სამნიძე: რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიაში ბევრი ქალი იქნება

11 ივლისი, 2016 • 1896
სამნიძე: რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიაში ბევრი ქალი იქნება

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ფრაქციის გაფართოებული სამდივნოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პარტიის საარჩევნო სიის “წინა ხაზი” ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.

“ჩვენ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და ზოგადად, საარჩევნოდ პარტიის მზადებაზე. ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს და ყველა იმ კითხვაზე, რაც არსებობს საზოგადოებაში, რაც აინტერესებთ ჟურნალისტებს და ჩვენს ამომრჩეველს, ყველა კითხვაზე პასუხს გავცემთ.

საკმაოდ ბევრი ქალია ჩვენს საარჩევნო სიაში. მოგეწონებათ აუცილებლად. ეს არ იქნება ერთი და ორი ქალი,” – განაცხადა სამნიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.