ახალი ამბებიკინო

რუსუდან გლურჯიძის ფილმი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

10 ივლისი, 2016 • 2124
რუსუდან გლურჯიძის ფილმი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმს “სხვისი სახლი” კარლოვი ვარის ფესტივალის საკონკურსო პროგრამის “East of the West” პრიზი “ბროლის გლობუსი” გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია 9 ივლისს კარლოვი ვარში გაიმართა, რომელსაც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი დაესწრო.

ეროვნული კონოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალის ძირითადი საკონკურსო პროგრამის ჟიურის ერთ-ერთი წევრი წელს ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი იყო, რომელსაც ასევე აქვს მიღებული “ბროლის გლობუსი” ფილმისთვის “სიმინდის კუნძული” (2014).

კარლოვი ვარის ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი