გთავაზობთ, 9 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
11:00 – ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი (ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის გზის 9 კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი) გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთვება;
12:00 – “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე და არჩილ ბენიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქვემო ფონიჭალის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან და მათ პრობლემებს მოისმენენ, ასევე გააცნობენ მათ პარტიის საარჩევნო პროგრამას;
12:00 – სოფელ დიცის საჯარო სკოლაში გაიმართება ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია ვეფხისტყაოსნის შესახებ;
14:00 – ქართუ ფონდის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეკვეთილში ხელს მოაწერენ შეთანხმებას Black Sea Arena-ს სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ;
17:00 – ეკომეგობრული დღე (Sustainable Day). მისამართი: დოდო აბაშიძის ქ. #10. ღონისძიების პროგრამა იხილეთ აქ.
19:00 – გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში გაიმართება ნუცა ბუზალაძის, ქეთი ორჯონიკიძის, გიორგი სუხიტაშვილის, გიორგი ნადიბაიძის, მარიტა როხვაძისა და „KOKA & T. BLUES MOB“-ის კონცერტი;
19:00 – ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ადგილობრივი მსმენელის წინაშე წარდგებიან ჯგუფი „ფრანი“ და რობი კუხიანიძე ბენდით;
19:00 – რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში მსმენელის წინაშე წარდგებიან ვაჟა მანია, ბოკა კვეკვესკირი, თიკა ჯამბურია, გვანცა ზაქარეიშვილი, „GoofyLand“ და რუსთავის ჯაზ-ბენდი.
