ახალი ამბები

ანონსი – 8 ივლისი

8 ივლისი, 2016 • 1451
ანონსი – 8 ივლისი

გთავაზობთ, 8 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


09:30 – სახელმწიფო დახმარება DCFTA-ის კონტექსტში – ამ თემაზე  თბილისში, სასტუმრო Continent Cron Palace-ში, საერთაშორისო სემინარი გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის, საპარტნიორო ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკური საბჭოსა და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.


10:00 – CSR კვირეულის ფარგლებში, სასტუმრო რუმს თბილისში გაიმართება კონფერენცია თემაზე “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგი საქართველოში.”


11:00 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიისათვის, კვლევის – “ავტომობილით დედამიწისგარშემო” პრეზეტაციას გამართავს. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია, 2015 წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტებისმიერ მოხმარებული საწვავის შესახებ.


11:00 – ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი (ქუთაისის შემოვლითი – სამტრედის გზის 9 კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი) გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთვება.


11.00 – ენმ-ის ცენტრალურ ოფისში გიგი წერეთლის პროსკონფერენცია გაიმართება


 

11.00   – გლდანში (ყვარლის მეოდანი, მეტრომშენის დასახლება, 103-ე სკოლასთან) სერგო რატიანის პრესკონფერენცია გაიმართება

11:00 – გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალ „არტ-გენთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები გაუძღვებიან.


11:30 – “პირველის პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.


11:00 – სახალხო დამცველი ბრიფინგს გამართავს. თემა: სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება. მისამართი: ნ. რამიშვილის #6.


12:00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესკლუბში პარტია “მემარცხენე ალიანსის” გორის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი დავითაძე გამართავს პრესკონფერენციას.


12:00- პრაიმტაიმის პრესკლუბში ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და  მერაბ ჩიქოვანი წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი ბუღლატერის თამარ ფხოველიშვილის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.


12:00 – “პირველის პრესკლუბში” სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.


13:00 – პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს საგანგებო პრესკონფერენციას ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით, რითაც ორგანიზაცია მოითხოვს, დაჯარიმდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (წარმომადგენელი – მინისტრი სოზარ სუბარი) და შსს-ს პოლიციის აკადემია (წარმომადგენელი – რექტორი, ნუკრი გელაშვილი).


 

13:30 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესკლუბში ფიზიკური პირები ნატო ქარჩაიძე და მედეა ბოჭორიშვილი გამართავენ პრესკონფერენციას.


14:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.


15:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.


 

15:00 – დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა მოეწყობა სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში.


 

15:00 – საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მრგვალი მაგიდა – “აირჩიე განათლება, დააფინანსე მომავალი”. მისამართი: ოთარ ჩხეიძის #5.


19.00 გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის ინიციატივით, საქართველოში კამპანია „MenCare“ იწყება. დევიზით „კაცები ზრუნავენ“, ინიციატორები კამპანიაში ჩასართავად ყველა იმ მამაკაცს იწვევენ, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა, მზრუნველობა, ჯანსაღი გარემოს შექმნა და პასუხისმგებლობის განაწილება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი