დღეს, 4 ივლისს, ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძე, რომელსაც ბრალად ედებოდა შვილისა და ქმრის მკვლელობა, დამნაშავედ მიიჩნიეს.

სასამართლოს ცნობით, მსაჯულებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ამის თაობაზე სასამართლო 6 ივლისს იმსჯელებს, სასამართლო სხდომა 11 საათზეა დანიშნული.

მაგდა პაპიძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 20 დეკემბერს ბრალდებულის სახით დააკავეს ქმრისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული 2015 წლის 22 დეკენბრიდან.

პროკურატურამ პაპიძეს ბრალი შემდეგი ფორმულირებით წაუყენა: ორი ადამიანის განზრახ მკვლელობა, მათ შორის- ერთის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ  (111-109-2, ბ-3, ა ქ/პ).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *