თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი უნდა განახლდეს. საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავენ.
პროცესის დაწყებას ბრალდებულისა და მოკლულების ახლობლები სასამართლოს დერეფანში ელოდებიან. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ბრალდებულის დასა და სასამართლოს მანდატურის წარმომადგენლებს შორის. ლანა პაპიძის პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სასამართლო დარბაზში შეუშვეს მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, მას კი შესვლაზე უარი განუცხადეს.
ამ დროისთვის ჟურნალისტები და პროცესზე დასწრების მსურველები პროცესის დაწყებას თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ელიან. პროცესი 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.