ახალი ამბები

BREXIT-ის კამპანიის ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა

4 ივლისი, 2016 • 1285
BREXIT-ის კამპანიის ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა

დიდ ბრიტანეთში BREXIT-ის კამპანიის აქტიური მხარდამჭერი Ukip-ის [გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტია] ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა.

ფარაჯის განცხადებით, BREXIT-ის კამპანიის გამარჯვება ნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური ამბიციები მიღწეულია. ფარაჯის თქმით, პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა და სურდა, რომ გაერთიანებულ სამეფოს თვითონ ემართა საკუთარი თავი. ფარაჯი აცხადებს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა პოლიტიკური კარიერა.

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით UK-მა ევროკავშირი უნდა დატოვოს. ფარაჯი კონსერვატორ ბორის ჯონსონთან ერთად “გასვლის” კამპანიას ადვოკატირებდა მაშინ, როცა პრემიერი დევიდ კემერონი კონსერავტორების ჯგუფთან და ლეიბორისტებთან ერთად მხარს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას უჭერდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას კემერონიც დატოვებს, ბორის ჯონსონმა კონსერვატორების ლიდერობასა და პრემიერ-მინისტრობისათვის ბრძოლაზე უარი თქვა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი