ახალი ამბები

საქართველოში კონფლიქტის შესახებ რეზოლუციის პროექტს OSCEPA-ს პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

4 ივლისი, 2016 • 1389
საქართველოში კონფლიქტის შესახებ რეზოლუციის პროექტს OSCEPA-ს პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხთა გენერალური კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დღეს დილით გაიმართა, მხარი დაუჭირეს რეზოლუციის პროექტს საქართველოში კონფლიქტის შესახებ.

რეზოლუციაში, რომლის ავტორია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დაგმობილია რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტონ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

რეზოლუციის პროექტს დღეს უკვე კენჭს უყრიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ეუთოს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესია “25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით” გაიხსნა, რომელიც 5 ივლისს დაიხურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი