ახალი ამბები

3 ივლისს თამარაშვილის გამზირი 7 საათით გადაიკეტება

2 ივლისი, 2016 • 2023
3 ივლისს თამარაშვილის გამზირი 7 საათით გადაიკეტება

თბილისის მერიის ცნობით, 3 ივლისს,  07:00 საათიდან 14:00 საათამდე, უნივერსიტეტის ქუჩის კუთხიდან „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურამდე თამარაშვილის ქუჩა დაიკეტება.

მერიის ცნობით, ამ ტერიტორიაზე ავტორბოლა გაიმართება.

მერიის განცხადებით, ვაკიდან მეტრო „დელისისკენ“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება  თამარაშვილის ქუჩიდან გადაუხვევს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, მობრუნდება ხიდზე, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გავლით გავა ვაჟა ფშაველას გამზირზე და გააგრძელებს გზას დადგენილი მარშრუტით.

მეტრო „დელისიდან“ ვაკის მიმართულებით მოძრაობისას საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარაშვილის ქუჩიდან ჩავა ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე, შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და გურამ ავალიშვილის ქუჩების გავლით მოხვდება ჭავჭავაძის გამზირზე და მობრუნდება ვაკის პარკთან.

მერიის მოწოდებული ინფორმაციით, განსხვავებული მარშრუტი ექნება N140 ავტობუსს – ქავთარაძის ქუჩიდან,  ყაზბეგის გამზირის, პეკინისა და კოსტავას ქუჩების გავლით,  გადაადგილდება ვარაზისხევისკენ, მელიქიშვილის გამზირიდან კი გზას ჩვეული მარშრუტით განაგრძობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი