დღეს, 2 ივლისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო ზომების მიღების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქცია სახელწოდებით “მასუნთქე ჰგაერი და არა საწამლავი” 18 საათზე დაიწყო. აქციაზე გაახმიანეს მოთხოვნები საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის მისამართით.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შეიქმნას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა, გადაიდგას ნაბიჯები ავტომობილების ტექდათვალიერების შესაქმნელად, დაწესდეს გამონაბოლქვის მონიტორინგი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, დაიწყოს საწვავის მონიტორინგი.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ მთავრობამ დაიწყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე მუშაობა, დაწესდეს რეგულაციები სამშენებლო მოედნებიდან მტვრის და ხმაურის გავრცელების შესამცირებლად, გამკაცრდეს კანონის აღსრულება ტროტუარებზე ავტომობილების პარკირებასთან დაკავშირებით, შეიქმნას ახალი რეკრეაციული ზონები თბილისში, ჩატარდეს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია და შეიქმნას მერიის გარემოს დაცვის სამსახური.

აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან ითხოვენ, რომ შეწყდეს საღი ხეების ჭრა, დასრულდეს დაავადებული ხეების ჭრისა და გატანის პროცესი თბილისის შემოგარენიდან და ეს პროცესი წარიმართოს სპეციალისტების ზედამხედველობით.

ასევე, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ ფიტოსანიტარული ჭრის შემდეგ დაირგას ის ხეები, რომელთაც რეკომენდაციას გაუწევენ სპეციალისტები, ხოლო ტენდერებში მონაწილეობის საშუალება ყველა სანერგეს უნდა ჰქონდეს.

თბილისის მერიისგან აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შეიქმნას უსაფრთხო ტროტუარები და ველოსადგურები ადმინისტრაციული დაწესებულებების წინ, შეიქმნას ველობილიკები, გაუმჯობესდეს პარკინგის რეგულაციები.

აქციაზე მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ორ წერილს, რომლებშიც აღნიშნული მოთხოვნები იყო ჩამოყალიბებული და რომლებსაც საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერიას გაუგზავნიან.

აქციაზე იყო გაშლილი თაბახის ფურცლები, სადაც აქციის მონაწილეები წერდნენ, თუ რა სურთ მათ თბილისში და რა არა.

აქციაზე მისული თამარ კოპალეიშვილი ამბობს, რომ თბილისში ძალიან ბევრი მანქანა დადის და მათი რაოდენობა უნდა შემცირდეს. მისი თქმით, ეს მოგვარდება საზოგადიებრივი ტრანსპროტის განვითარებით, რადგან დღეს მათი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ტროტუარი გათავისუფლებული იქნება ქვეითებისთვის და ველოტრასები მოეწყობა.

მარიტა შიხაშვილს სურს, რომ მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან ამ კუთხით უმოქმედობის გამო მთავრობა ადამიანებს აიძულებს რომ შეიძინონ ისედაც იაფად ღირებული ავტომობილები.

“იმდენად მოუწესრიგებელია საზოგადობრივი ტრანსპორტი, რომ სურვილი არ გიჩნდება, იმგზავრო”, – ამბობს მარიტა.

მარიტას აზრით, პრობლემაა უკონტროლო მშენებლობები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში მწვანე საფარის განადგურებას იწვევს, რაც ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

აქციის მონაწილე გიორგი მაისურაძეც მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ნაკლები მცდელობა არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რის გამოც იქმნება გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები თბილისში.

გიორგი მაისურაძეს სურს, რომ დაწესდეს რეგულაციები იმ მანქანებზე, რომლებიც ჰაერის დაბინძურებას ხელს უწყობს და დიდი ყურადღება დაუთმონ მწვანე საფარის განვითარებას ქალაქში.

აქცია "გვასუნთქეთჰაერი და არა საწამლავი" პარლამენტთან/ 2.07.2016
აქცია “გვასუნთქეთჰაერი და არა საწამლავი” პარლამენტთან/ 2.07.2016

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *