ახალი ამბები

სერგეენკო ვაკეში შესაძლო მაჟორიტარობაზე: დაელოდეთ მოვლენების განვითარებას

1 ივლისი, 2016 • 1192
სერგეენკო ვაკეში შესაძლო მაჟორიტარობაზე: დაელოდეთ მოვლენების განვითარებას

“მესმის თქვენი ლეგალური ინტერესი, მაგრამ დაელოდეთ მოვლენების განვითარებას”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სეერგენკომ ნეტგაზეთის შეკითხვას, განიხილავს თუ არა მას “ქართული ოცნება”  ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატობის ვარიანტად. ამის შესახებ ინფორმაცია პრესით გავრცელდა.

“მეც ვისმენ ხოლმე ასეთ ინფორმაციებს, მაგრამ ვერაფერს გეტყვით”, – გვითხრა სერგეენკომ. კითხვას, არის თუ არა ჭორი ეს ინფორმაცია, მან ისევ ზემოხსენებული წინადადებით უპასუხა:

“მესმის თქვენი ლეგალური ინტერესი, მაგრამ დაელოდეთ მოვლენების განვითარებას”.

“ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს” ჯერ საზოგადოებისთვის არც საარჩევნო სია და არც მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგენია. ვაკეში ნაციონალური მოძროაბიდან კენჭს ელენე ხოშტარია იყრის.

მასალების გადაბეჭდვის წესი