ახალი ამბებიკინო

ამერიკული კინოაკადემიის ახალი წევრების 41% ფერადკანიანია

30 ივნისი, 2016 • 1573
ამერიკული კინოაკადემიის ახალი წევრების 41% ფერადკანიანია

ამერიკული კინოაკადემია განახლდა. აკადემიის ბორდის შემადგენლობაში, რომელიც ყოველ წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ კინოჯილდოს “ოსკარს” გასცემს ამიერდიდან 683 წევრი იქნება. ახალი წევრების 46% ქალია, ხოლო 41% – ფერადკანიანი.

ამ დრომდე, ჯამში, აკადემიის ჟიურის მხოლოდ 8% იყო ფერადკანიანი, ეს მაჩვენებელი ახლა 11%-მდე გაიზარდა. საერთაშორისო დონეზე აკადემიამ 59 ქვეყნიდან 283 წევრი მიიწვია.

კინოაკადემიაში მიწვეულ მსახიობებს შორის არიან ევა უოტსონი, ტომ ჰიდლსტონი, იდრის ელბა, ენდრიუ გარფილდი, ოსკარ აიზეკი, დაკოტა ფენინგი, ბრი ლარსონი. ასევე რეჟისორები: ლენი აბრაჰამსონი, ქსავიე დოლანი, ადამ მაკქეი, ლანა და ლილი ვაჩოვსკები და სხვა.

ცვლილებები აკადემიის შემადგენლობაში მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის კამპანიას #OscarsSoWhite ცნობილი მსახიობები და რეჟისორები შეურთდნენ. კაპანიის მხარდამჭერები აპროტესტებდნენ, რომ აკადემიის წევრთა უმეტესობა თეთრკანიანი მამაკაცები იყვნენ. შედეგად, გაცემული ჯილდოებიც უმეტესწილად თეთრკანიან მსახიობებს, რეჟისორებსა და კინოხელოვნების სხვა წარმომადგენლებს გადაეცემოდათ. მათი განცხადებით, ჟიური უფრო მრავალფეროვანი უნდა გამხდარიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი