ახალი ამბები

ჯალაღანია: თბილისის რეისის მგზავრები “ათათურქში”, კონტროლის ზონაში ჯანმრთელად არიან

29 ივნისი, 2016 • 1539
ჯალაღანია: თბილისის რეისის მგზავრები “ათათურქში”, კონტროლის ზონაში ჯანმრთელად არიან

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღინიას ინფორმაციით, ამაჟამად სტამბულის ათათურქის აეროპორტში თბილისისკენ მომავალი რეისის მგზავრები იმყოფებიან. როგორც  ჯალაღანიამ ნეტგაზეთს განუცხადა, ისინი უსაფრთხოდ არიან და ელოდებიან გადაწყვეტილებას: ამაღამვე შეძლებენ თბილისში გამოფრენას, თუ ღამის გათენება სტამბულში მოუწევთ:

“ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან [დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის]. არც ადგილობრივი ხელისუფლებას უცნობებია ასეთი რამ და არც ჩვენი მოქალაქეებისაგან შემოსულა ზარი [ცხელ ხაზზე], ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ სტამბულში ჩვენი გენსაკონსულოს საშუალებით. ამჟამად სტამბულში არის მხოლოდ ერთი ატლასჯეტის რეისი, რომლის მგზავრები არიან კონტროლის ზონაში [Cheking]. ყველანი ჯანმრთელად არიან. სამწუხაროდ, მათი რეისი შეფერხდა, გადაიდო და მოლოდინის რეჟიმში არიან. იქ დაცული ზონაა, დაბლოკილია შესვლა/გამოსვლა, ამიტომ დროის ფაქტორია, ამ ღამითვე შეძლებენ გამოფრენას, თუ მოუწევთ იქ გათენება და შემდეგ გამოფრენა”, – ამბობს ჯალაღანია.

მისივე ინფორმაციით, ეს სტამბული-თბილისის მიმართულებით დღეს ბოლო რეისია. მინისტრის მოადგილის თქმით, თურქიშ ეარლაინსის რეისი სტამბულიდან თბილისში უპრობლემოდ ჩამოფრინდა.

ათათუქრის აეროპორტში რადმენიმე საათის წინ, სავარაუდოდ, ორმა ადამიანმა თავი აიფეთქა. ამას წინ უძღოდა სროლა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი