ახალი ამბები

თურქეთის მედიის ცნობით, ათათურქის აეროპორტის ტერაქტში მონაწილე ორი პირი რუსეთის მოქალაქეა

2 ივლისი, 2016 • 1651
თურქეთის მედიის ცნობით, ათათურქის აეროპორტის ტერაქტში მონაწილე ორი პირი რუსეთის მოქალაქეა

თურქეთის მედიის ცნობით, ათათურქის აეროპორტის აფეთებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დადგენილია. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.

თურქული სამთავრობო მედიის Anadolu Agency-ს ცნობით, აეროპორტის აფექთებაში სავარაუდოდ მონაწილეობდნენ რაკიმ ბულგაროვი და ავადიმ ოსმანოვი. მედიის ცნობით, ისინი დაღესტნიდან არიან.

Anadolu Agency-ს ცნობით, დღეისთვის, 2 ივლისის მდგომარეობით, თურქეთის პოლიციამ სულ 2 ადამიანი დააკავა, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ კავშირი ათათურქის სახელობის აეროპორტის აფეთქებასთან.

28 ივნისს სტამბულის აეროპორტში აფეთქება მოხდა, რომელმაც 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 230 ადამიანზე მეტი დაშავდა.

თურქული გამოცემის, “იენი შაფაკის” ცნობით, სტამბულის აეროპორტში თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი ჩეჩნური წარმოშობის ახმედ ჩატაევია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი