ახალი ამბები

სესიაშვილის თქმით, აჰმედ ჩატაევი იყო აგენტი და სააკაშვილისთვის მუშაობდა

2 ივლისი, 2016 • 1609
სესიაშვილის თქმით, აჰმედ ჩატაევი იყო აგენტი და სააკაშვილისთვის მუშაობდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერით განაცხადა, რომ აჰმედ ჩატაევი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს უშიშროების აგენტი იყო.

“ახმედ ჩატაევი, სამწუხაროდ, იყო წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი. ის მიხეილ სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის საშუალებით იღებდა დავალებებს. მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და შესაბამისი ოპერატიული დავალებებით სხვადახვა ქვეყანაში მოქმედებდა, მიდიოდა მივლინებებში, იღებდა შესაბამის გასამრჯელოს და მუშაობდა სააკაშვილზე”, – განაცხადა სესიაშვილმა.

პარლამენტარის ბრალდებით, ახმედ ჩატაევი უკრაინაში დააკვეს, რა დროსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩათვალა საჭიროდ მისი გამოყენება. როგორც სესიაშვილი ამბობს, მას “შეუკერეს საქმე”, ხოლო როცა მოხდა მისი ექსტრადირება, მოუხსნეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რის შემდეგაც გახდა უშიშროების აგენტი.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია.

რაც შეეხება მისი დაკავების მოტივს, სესიაშვილი ამბობს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ ჩატაევი ხელისუფლებამ აღარ დაინდო, რადგან  ძალიან ბევრი რამ იცოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი