ახალი ამბები

იან კელი: ვერ დავადასტურებთ, რომ სტამბულის ტერაქტთან ჩატაევია დაკავშირებული

2 ივლისი, 2016 • 1151
იან კელი: ვერ დავადასტურებთ, რომ სტამბულის ტერაქტთან ჩატაევია დაკავშირებული

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ათათურქის აეროპორტის ტერაქტთან აჰმედ ჩატაევია დაკავშირებული.

“ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩატაევი იყო ამ ფაქტის ორგანიზატორი. ვნახე ის ინფორმაცია, რაც მედიამ გაავრცელა. ერთადეთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროფესიული ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვინც იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ, აუცილებლად უნდა გაუზიარონ ინფორმაცია ერთმანეთს. ეს იყო 4 წლის წინ. არ შემიძლია შევაფასო ის, რის გამოც ჩატაევი გაათავისუფლეს”, – განაცხადა იან კელიმ.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის კონგრესის წევრმა მაიკლ მაკკოლმა განაცხდა, რომ ათათურქის აეროპორტის აფეთქებასთან  აჰმედ ჩატაევია დაკავშირებული.

28 ივნისს სტამბულის აეროპორტში აფეთქება მოხდა, რომელმაც 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 230 ადამიანზე მეტი დაშავდა.

თურქული გამოცემის, “იენი შაფაკის” ცნობით, სტამბულის აეროპორტში თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი ჩეჩნური წარმოშობის ახმედ ჩატაევია.

მასალების გადაბეჭდვის წესი