ახალი ამბები

ხიდაშელი კონგრესმენ მაკდერმოტს შეხვდა

3 თებერვალი, 2012 • 1207
ხიდაშელი კონგრესმენ მაკდერმოტს შეხვდა

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი აშშ-ში კონგრესმენ ჯიმ მაკდერმოტს შეხვდა, რომელსაც დეტალურად გააცნო საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაკდერმოტი 30 წელზე მეტია ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობს.

ხიდაშელი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, დღესვე შეხვედრებს გამართავს კონგრესის სხვა წარმომადგენლებთან, ასევე, შეხვდება ადგილობრივ  ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი