ახალი ამბებისამართალი

ყალბი ფულის დამზადების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

27 ივნისი, 2016 •
ყალბი ფულის დამზადების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ორი მოქალაქე დააკავეს

გამოძიების ცნობით ბრალდებულები. . და მ. ., წინასწარ შეთანხმებით ამზადებდნენ და თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ტაქსის მძღოლებზე სისტემატიურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ, ერთი და იმავე სერიული ნომრის მქონე 5, 10 და 20-ლარიან კუპიურებს, მათ შორის, ახალი დიზაინის ბანკნოტებს.

“ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებელი მოწყობილობა და კუსტარული წესით დამზადებული ყალბი ფულის კუპიურები. კუსტარულად დამზადებული თანხა ასევე ამოღებულია სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილისქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი