ახალი ამბები

გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

25 ივნისი, 2016 • 1086
გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული
გაუპატიურების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზები”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ში. შემთხვევა სიღნაღში მოხდა.
ტელეკომპანია იმედის და რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ადამიანი, რომელმაც სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციაში განაცხადა, საქართველოს მოქალაქე არაა და ამ ქვეყანაში ტურისტული მიზნებითაა ჩამოსული. ამ ინფორმაციაზე შსს-ში კომენტარი არ კეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი