ახალი ამბები

ანონსი – 23 ივნისი

22 ივნისი, 2016 • 1627
ანონსი – 23 ივნისი

10:00 – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 22 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. მისამართი: ყვარლის ქუჩა #160;

10:00 – სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე „სასამართლოს მეგობარი“, როგორც ეფექტური სახელმძღვანელო მექანიზმი ადამიანის უფლებათა საკითხებზე ეროვნული სასამართლოებისთვის;

11:00 – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში გაიხსნება სამეცნიერო კონფერენცია „ავანგარდის იდეა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში“. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება;

11:30 – “პირველის პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემა: უფასო სარეკლამო დრო, რუსთავი 2-ის საქმე, პარტიის გეგმები და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული;

12:00 – მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება;

12:00 – კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია კლასიკური გიტარის შემსრულებელთა რიგით IV კონკურსთან დაკავშირებით. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსიხათუნა კიკვაძე, კონკურსის ხელმძღვანელი ნინო ჯანჯღავა, ჟიურის წევრები;

12.00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობით ორგანოსა და„ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციას“ შორის ,ხელოვნებისა და კულტურის სფეროშითანამშრომლობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება;

12:00 – სასტუმრო “რედისონში” 70-დე არასამთავრობო ორგანიზაცია ღია წერილით მიმართავს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს და ნატოს ხელმძღვანელობას და ვარშავის სამიტის წინ დააფიქსირებენ კონსოლიდირებულ პოზიციას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსთან დაკავშირებით;

12:00– “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები კახა ძაგანია და სოსო შატბერაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს,ლორა თორნტონს, არჩევნების საკითხებთან დაკავშირებით შეხვდებიან.მისამართი: თბილისი, ტარას შევჩენკოს ქუჩა 5;

12:00 –  “პირველის პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

12:00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი პრესკონფერენციას გამართავს ლელა  გულედანი, ,,დევნილთა პარტიის”’ თავმჯდომარე;

13:00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი პრესკონფერენციას გამართავს მიხეილ (გელა) სალუაშვილი, საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის-გზა უფლის სახელით” თავმჯდომარე;

14:00 – სასტუმრო „რუმსში“ (მერაბ კოსტავას 14) „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ განათლების პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება.

14:00  ქალაქ ბათუმში,  სასტუმრო Hilton Batumiში, საქართველოს ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკაახალაძე მედიის წარმომადგენლებს საზღვაო სააგენტოს მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგებს გააცნობს;

14:30 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი პრესკონფერენციას გამართავს თამაზ ჯაფოშვილი, ,,მშრომელთა სოციალისტური პარტიის”’თავმჯდომარე;

16:00 – ჯანდაცვის პრესკლუბში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით შეხვედრას გამართავენ თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმდჯომარე გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი გიორგი მაღრაძე და საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ექიმი ონკო-ქირურგი გურამ მენთეშაშვილი. სასაუბრო თემა იქნება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი და თამბაქოს როლი ონკოლოგიური დაავადებების ზრდაში. მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);

19:00 – ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სცენაზე გაიმართება სპექტაკლი „Frozen Images. გაყინილი სურათები“.

19:00 – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უნიკალური პროექტის „ქართული მონეტებიოქროს კოლექცია“ პრეზენტაცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი