ახალი ამბები

ხელვაჩაურში ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს

21 ივნისი, 2016 • 1296
ხელვაჩაურში ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს ა.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბრალდებულმა ა. ტ.-მ ყოფილი მეუღლე ნ.ტ. მოტყუებით, მათი გარდაცვლილი საერთო ნაცნობის ოჯახისთვის მისამძიმრების მიზეზით მიიყვანა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ყოროლისთავის სასაფლაოს ტერიტორიაზე და განზრახ მკვლელობის მიზნით ჩაქუჩის გამოყენებით თავისა და ხელის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობითი დაზიანებები, შემდეგ კი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველო დატოვა  და მიიმალა.

ნ. ტ. 2016 წლის 11 ივნისს, დილის საათებში შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად იგი  სიკვდილს გადაურჩა.

ა. ტ. -ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთას  შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი