ახალი ამბები

კრწანისის გამგეობა: ლეღვთახევში წყლის მოვარდნის საშიშროება აღარ არსებობს

20 ივნისი, 2016 • 1935
კრწანისის გამგეობა: ლეღვთახევში წყლის მოვარდნის საშიშროება აღარ არსებობს

ლეღვთახევში ჩანჩქერი კალაპოტს დაუბრუნდა და ტერიტორია დამთვალიერებლებისათვის ისევ გაიხსნა. როგორც კრწანისის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, მდინარის სათავე და კალაპოტი შემოწმდა; ამ დროისათვის მისი ადიდების საშიშროება აღარ არსებობს, ამიტომ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოა.

20 ივნისს მდინარე წავკისის წყლის ადიდების შედეგად თბილისში, ლეღვთახევში წყალმა მოიმატა. ადიდებულმა ჩანჩქერმა ხევის ნაწილი დატბორა, ამიტომ ტერიტორიაზე შესვლა დროებით აიკრძლა. წყლის დონის მატება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი