ახალი ამბები

თბილისში ძლიერ წვიმას სერიოზული გართულებები არ მოჰყოლია

16 ივნისი, 2016 • 1968
თბილისში ძლიერ წვიმას სერიოზული გართულებები არ მოჰყოლია

16 ივნისს, ღამით თბილისში მოსულ ძლიერ წვიმას სერიოზული გართულებები არ მოჰყოლია.

ამის შესახებ  “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. სააგენტოს ცნობით,  გამოძახებები მთელი თბილისის მასშტაბით დაფიქსირდა. რამდენიმე გამოძახება იყო გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე სარდაფი, ჩამოცვივდა ბათქაში, თუმცა სერიოზულ დაზიანებებს ადგილი არ ჰქონია.

სამაშველო სამსახურებმა სარდაფების ამოტუმბვითი სამუშაოები ჩაატარეს.

უამინდობა თბილისში ხვალაც გაგრძელდება. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, დედაქალაქში 16 ივნისს, დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, რომელიც  ხვალ, დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.

რაც შეეხება რეგიონებს,  დღეს უმეტეს რაიონში იწვიმებს,ზოგან ძლიერად. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა შეწყდება, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა ელჭექით დღის მეორე ნახევარშიც შენარჩუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი