ახალი ამბები

ანონსი – 14 ივნისი

13 ივნისი, 2016 • 1809
ანონსი – 14 ივნისი

08:30 – თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი შშმ პირების პირველ ნაკადს, ზღვის კურორტზე ურეკში გააცილებს. მისამართი: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ მიმდებარე ტერიტორია (ველოსიპედთან).

10:00 – ფოთში, პორტის მიმდებარედ, 9 აპრილის ხეივანში, საკონტეინერო ტერმინალების და ლოგისტიკური კომპანიების თანამშრომლები გამაფრთხილებელ აქციას „კორპორაცია ფოთის პორტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამართავენ.

11:00 – სასტუმრო თბილისი მარიოტში, წვეულებების დარბაზში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო და მედიის განვითარების ფონდი გამართავენ კვლევების პრეზენტაციას სარეკლამო ბაზართან დაკავშირებულ საკითხებზე.

11:00 – კულტურის სამინისტროში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე და ფესტივალის მხარდამჭერები გაუძღვებიან.

12:00 – პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურჰოსპიტალს გახსნის, რომელიც კომპანია “თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა”, „ჰუალინგ ჯგუფთან” ერთად ააშენა.

12:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიულ კოლეჯში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებს შეხვდება.

12:00 – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა.

12:00 – საჯარო დისკუსია „რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში. თბილისი, პარლამენტის შენობა, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

13:00 – საია გამართავს კვლევის პრეზენტაციას „სატელევიზიო რეიტინგების გამზომველი კომპანიების საგადასახადო კონტროლი: საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები.“12:00 – “მემარცხენე ალიანსი” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამაზ მახარეიშვილი, პარტიის მხარდამჭერები და ქ. ქუთაისის ს. მახვილაძის ქუჩის მაცხოვრებლები ამავე ქუჩაზე აქციას გამართავენ, სავალი გზის ნაწილის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.

15:00 – სახალხო დამცველი ყოფილ უვადო მსჯავდებულს გიორგი გელაძეს შეხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი