მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ზემო სვანეთის 17 თემის წარმომადგენელთა საერთო ყრილობა იმართება. შეხვედრაზე ზემო სვანეთში მიმდინარე და უკვე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებზე, სვანეთში ამჟამად არსებულ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და სხვა პრობლემების შესახებ მსჯელობენ.

ადგილობრივების განცხადებით, მათთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას საძოვრებიდან მითვისებული ტერიტორიები წარმოადგენს. მათი თქმით, ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად ამ ტერიტორიების გამოყენება იგეგმება. ოფიციალურად ეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *