ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის შეხვედრა რუსეთისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ფრედ, 1-1 დამთავრდა, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ რუსეთის გულშემატკივრებმა ინგლისის დამარცხება საკუთარ თავზე აიღეს. BBC-ის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ რუსეთის ნაკრების გოლის შემდეგ მათმა გულშემატკივრებმა ინგლისელების გაღიზიანება სცადეს, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. მაყურებელი სტადიონიდან გასვლას ბარიერებზე გადახტომით ცდილობდა.
ფიზიკური დაპირისპირება სტადიონზე დაიწყო და შემდეგ მარსელის ქუჩებში გაგრძელდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის 30-მდე ინგლისის ნაკრების გულშემატკივარი მარსელის საავადმყოფოებშია გადაყვანილი. პოლიციამ 6 თავდამსხმელი დააკავა და მომხდარს უკვე იძიებს.
UEFA-ს ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებისათვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. განცხადებას ამის შესახებ ასოციაცია 12 ივნისს გააკეთებს.
ეს წლევანდელი ჩემპიონატის განმავლობაში პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის; ჯერ კიდევ 11 ივნისის დილას ნიცაში ერთმანეთს პოლონეთისა და ჩრდ. ირლანდიის ფანები დაუპირისპირდნენ. ორი დღის განმავლობაში პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა.
ინგლისის ნაკრების ფესბურთლები რუსეთის კარში გატანილ გოლს ზეიმობენ. 11.06.16 ფოტო: EPA/ALI HAIDER EDITORIAL USE ONLYინგლისის ნაკრების ფეხბურთელები, გარი კეჰილი და ჯო ჰარტი თამაშის ბოლოს, რუსეთის გატანილი გოლის შემდეგ. 11.06.16 ფოტო: EPA/GUILLAUME HORCAJUELOინგლისის ნაკრების გულშემატკივრები. ფოტო: EPA/GUILLAUME HORCAJUELOრუსეთის ნაკრების ფეხბურთელები ანგარიშის გათანაბრების შემდეგ. ფოტო: EPA/PETER POWELLთამაშის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრები ბარიერებს ახტებიან, რათა შექმნილ არეულობას გაექცნენ. 11.06.16 ფოტო: EPA/PETER POWELLრუსეთის ნაკრების გულშემატკივრები. ფოტო: EPA/ALI HAIDERრუსეთისა და ინგლისის ნაკრებების გულშემატკივართა დაპირისპირება თამაშის დასრულების შემდეგ, მარსელის სტადიონზე. 11.06.16 ფოტო: EPA/DANIELრუსეთისა და ინგლისის ნაკრებების გულშემატკივართა დაპირისპირება თამაშის დასრულების შემდეგ, მარსელის სტადიონზე. 11.06.16 ფოტო: EPA/DANIEL DAL ZENNAROრუსეთისა და ინგლისის ნაკრებების გულშემატკივართა დაპირისპირება თამაშის დასრულების შემდეგ, მარსელის სტადიონზე. 11.06.16 ფოტო: EPA/DANIEL DAL ZENNAROრუსეთის ნაკრების გულშემატკივარი ფიზიკურად უსწორდება ინგლისელ ფანს. 11.06.16 ფოტო: EPA/PETER POWELLდაპირისპირებამ სტადიონიდან ქუჩებში გადაინაცვლა, ამიტომ საჭირო გახდა დამატებით პოლიციის დანაყოფების ჩართვა. 11.06.16 ფოტო: EPA/OLIVER WEIKENდაპირისპირებამ სტადიონიდან ქუჩებში გადაინაცვლა, ამიტომ საჭირო გახდა დამატებით პოლიციის დანაყოფების ჩართვა. 11.06.16 ფოტო: EPA/OLIVER WEIKEN
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 2016 წელს საფრანგეთის ქალაქები მასპინძლობენ. ჩემპიონატი 10 ივლისამდე გასტანს.