ახალი ამბები

ფემიციდის შესახებ კანონპროექტის მომხრე და მოწინააღმდეგე დეპუტატები

10 ივნისი, 2016 • 3228
ფემიციდის შესახებ კანონპროექტის მომხრე და მოწინააღმდეგე დეპუტატები

დღეს, 10 ივნისს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით ფემიციდი არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა.

პარლამენტმა კანონპროექტი “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ 48 ხმით 1-ის წინააღმდეგ ჩავარდა, მისაღებად კი 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

“ქართული ოცნებიდან” კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა გოგი ქავთარაძემ. ხოლო მხარი დაუჭირეს ნანა ყეინიშვილმა, თეიმურაზ ჩხაიძემ, დარეჯან ჩხეტიანმა, ელისო ჩაფიძემ, თეიმურაზ ჭკუასელმა, ლერი ხაბელოვმა, ფატი ხალვაშმა, გოგლა ჟვანიამ, გია ჟორჟოლიანმა, თამაზ მეჭიაურმა, გია ვოლსკიმ, ივანე კიღურაძემ, მანანა კობახიძემ, ალი მამედოვმა, გუგული მაღრაძემ, ვლადიმერ აჩბამ, ეკა ბესელიამ, მახირ დარზიევმა, გელა გელაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ვიქტორ ჯაფარიძემ, თამაზ ჯაფარიძემ.

კანონპროექტს “რესპუბლიკელებიდან” მხარი დაუჭირეს მალხაზ წერეთელმა, თამარ ხიდაშელმა, ვახტანგ ხმალაძემ, დავით ბერძენიშვილმა, ლევან ბერძენიშვილმა, თამარ კორძაიამ, ნოდარ ებანოიძემ და ფრიდონ საყვარელიძემ. მათი კიდევ ერთი წევრი, თეიმურაზ ნერგაძე სხდომაზე არ იმყოფებოდა.

უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების ფრაქციიდან კანონპროექტს ხმა მისცეს ენზელ მკოიანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა, გოგი ლიპარტელიანმა, გოდერძი ბუკიამ, გიორგი გოზალიშვილმა, ხოლო კონსერვატორების ფრაქციიდან პაატა კვიჟინაძემ, ზვიად ძიძიგურმა, რევაზ შავლოხაშვილმა.

“ეროვნული ფორუმიდან” მხარი დაუჭირეს თემურ მაისურაძემ, ანი მიროტაძემ, გუბაზ სანიკიძემ, მალხაზ ვახტანგაშვილმა და გიორგი ხეჩინაშვილმა. “მრეწველების” ფრაქციიდან- გიორგი კახიანმა, დამოუკიდებელი მაჟორიტარების ფრაქციიდან- ანზორ ბოლქვაძემ, ხოლო უფრაქციო დეპუტატებიდან -გელა სამხარაულმა და გიორგი გაჩეჩილაძემ.

სხდომას არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ასევე “გირჩის” წარმომადგენლები. პარლამენტში არც “თავისუფალი დემოკრატების” წევრები იყვნენ. კანონპროექტს მისაღებად 2 ხმა დააკლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი