დღეს, 10 ივნისს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით ფემიციდი არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა.
პარლამენტმა კანონპროექტი “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ 48 ხმით 1-ის წინააღმდეგ ჩავარდა, მისაღებად კი 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
პარლამენტის ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრების, თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ითვალისწინებს ფემიციდისთვის ცალკე დანაშაუალის კატეგორიის მინიჭებას. კერძოდ, მომზადებული პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწერება, რომ ფემიციდი არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა.
კანონპროექტის მიზანია გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მვკვლელობების პრევენცია ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარების გზით.