ახალი ამბები

ლანჩხუთის პოლიციაში ჩხაიძის დაკითხვა მიმდინარეობს

14 იანვარი, 2012 • 1580
ლანჩხუთის პოლიციაში ჩხაიძის დაკითხვა მიმდინარეობს

ამ წუთებში მიმდინარეობს “თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ელგუჯა ჩხაიძის დაკითხვა, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში ახლა შესულია ადვოკატი, რომელიც ესწრება დაკავებულის დაკითხვის პროცესს.

დაკევებულისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

“ფაქტი ეხება ავტომატურ იარაღს, რომელიც აღმოჩენილი იქნა 3 კოლომეტრის დაშორებით მისი საცხოვრებელი ადგილიდან, სადაც ფერმერული მეურნეობაა განთასებული. იქ, ობობების ქსელში, სრულიად ახალ ტომარაში მოთავსებული ავტომატი აღმოაჩინეს. ხოლო სახლში, ქათმის ბუდეში, აღმოაჩინეს ავტომატის მჭიდი. ასე რომ, გურიაში კვერცხის ნაცვლად ქათმებმა მჭიდის დება დაიწყეს,” – ამბობს თემურ სალუქვაძე, “თვისუფალი დემოკრატების” გურიის რეგიონული კოორდინატორი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ელგუჯა ჩხაიძე სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. გუშინვე შემთხვევის ადგილზე ჩავიდა პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც თავის მხარდამჭერებთან ერთად ამ წუთებში ლანჩხუთის პოლიციის შენობის წინ იმყოფება და ადვოკატის გამოსვლას ელოდება, რომელიც დაკავებულის დაკითხვას ესწრება.

ამავე თემაზე:

“თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი