ახალი ამბები

რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი

9 ივნისი, 2016 • 1121
რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი

თბილისის სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-ის სააპელაციო სარჩელზე, რომელიც ტელეკომპანიის წილების საქმეს ეხება, გადაწყვეტილებას ხვალ, 10 ივნისს, 10 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 7 ივნისს დასრულდა.

პირველის ინსტანციის სასამართლომ რუსთავი 2-ის წილები ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ სააპელაციო წესით.

მასალების გადაბეჭდვის წესი