ახალი ამბები

ანონსი – 9 ივნისი

8 ივნისი, 2016 • 1937
ანონსი – 9 ივნისი

10:00 – სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ (თბილისი, კოსტავა ქ.N14 ) საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერ/ენერგეტიკის მინისტრკახა კალაძე,  მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და  თბილისში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ  საერთაშორისო კონფერენციში „ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი 2016:  ენერგოუსაფრთხოება – ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა“

10:15 – “პირველის პრესკლუბში” “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: განმეორებითი მიმართვა ნიკოლოზ გვარამიას და საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

10:30 – თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის ბრალდებების საპასუხოდ ბრიფინგს გამართავს. მის. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ჟ. შარტავას 7.

11:00 – თბილისის მერი ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შეაჯამებს და ჟურნალისტებს ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს გააცნობს. მის. : თბილისის ზოოპარკი.

11:00 – “პირველის პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემები: წინასაარჩევნო კამპანია, ვიზალიბერალიზაციის საკითხები, რუსთავი 2-ის საქმე და სხვა მიმდინარე მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

11:00 – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსებით გერმანული საპროთეზო ცენტრის “OttoBock”-ის წარმომადგენლები ქართველ ამპუტანტ ვეტერანებს პროთეზების დასამზადებლად ზომებს აუღებენ. მის: კეიდიას ქ. №7 (ყოფილი კახოვკა), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი

11:00 – საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ‘’თავისუფალიდემოკრატების’’ ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი დაარეგისტრირებს პარტიას საარჩევნო სუბიექტად სახელწოდებით ‘’ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები”. ასევე  საქართველოს უკლებლივ ყველა რაიონში წარადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს. ამით პარტია ოფიციალურად გახსნის საარჩევნო კამპანიას

11:00 – გურჯაანის განახლებული სასამართლო შენობის გახსნას საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ნინო   გვენეტაძე  და  იუსტიციის   უმაღლესი   საბჭოს   წევრები ეწვევიან

11:00 – არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნული არქივის შენობასთან გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშების – ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ორიგინალები და ფოტოასლები, რაც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს

11:30 – “პირველის პრესკლუბში” სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ბრიფინგს გამართავს. თემები: წინასაარჩევნო კამპანია, ირმა ინაშვილის სარჩევნო ბლოკი, სხვა შესაძლო გაერთიანებები, ვიზალიბერალიზაციის საკითხი და სხვა აქტუალური პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

11:30 – პრაიმტამის პრესკლუბში საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ლაპკო განცხადებას გააკეთებს ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით, კერძოდ თუ როგორ იყენებენ ახალგაზრდებს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები

12:00 – “პირველის პრესკლუბში” ვეტერანთა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

12:00 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. ქუთაისი, პარლამენტი

12:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი რევაზ ფახულიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ივანიშვილის წერილი და შეხვედრა ჟურნალისტებთან

12:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა. ქუთაისი, პარლამენტი

12:30 – “პირველის პრესკლუბში” ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ბრიფინგს გამართავს. თემები: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ინვესტიციები; სააკაშვილის ეკონომიკისა და ახალი მთავრობის ეკონომიკის შედარება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

13:00 – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. ქუთაისი, პარლამენტი

13:00 – 21-ე საჯარო სკოლაში გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაიმართება. ნამუშევრების ავტორები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან.

13:00 საათზე სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).

 

13:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ ბიზნესმენი, სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ელიზბარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია 42-ე მუხლის წარმომადგენელი რუსუდან მჭედლიშვილი, დაზარალებული ხათუნა ელიზბარაშვილი და ადვოკატი ლადო სანიკიძე. თემა: 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები

18:00 – სასტუმრო „ბეტსიში“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, კავკასიური სახლის, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს და იგორ გაიდარის ფონდის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე: საქართველო რუსეთი-რეფორმების 25 წელი” სადაც მოხდება პარალელების გავლება საქართველოსა და რუსეთში ბოლო 25 წლის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე, დისკუსიის შემდეგ კი შედგება ეგორ გაიდარის წიგნის “იმპერიის დაცემის“ პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ მოეწყობა ამავე სახელწოდების ფილმის ჩვენება

მასალების გადაბეჭდვის წესი