ახალი ამბები

მეჭიაური ვასაძეზე: ეროვნული პიროვნებაა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის

6 ივნისი, 2016 • 1206
მეჭიაური ვასაძეზე: ეროვნული პიროვნებაა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის

თამაზ მეჭიაურმა ლევან ვასაძეს თანამშრომლობა 21 მაისს შესთავაზა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალი პარტიის შექმნასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

დეპუტატის განცხადებით, თუ ლევან ვასაძე პარტიის “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” დაფინანსებას გადაწყვეტს, უარს არ იტყვიან:

“უარს არ ვიტყვით, ის ეროვნული პიროვნებაა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის. ჯერ არ დაგვიწყია მოლაპარაკება. პრინციპულ საკითხებზე ახლო ხედვები გვაქვს. ასე რომ, მასთან თანამშრომლობას მხოლოდ მივესალმები,”- აღნიშნა მეჭიაურმა.

21 მაისს თამაზ მეჭიაურმა გამოთქვა მზაობა, რომ ლევან ვასაძე მის პარტიაში უფრო წინ ყოფილიყო, ვიდრე თავად იქნებოდა: 

“მივესალმები ბატონ ლევან ვასაძის განცხადებებს და მის ხედვებს. მე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მასთან. შევთავაზებდი, რომ ის უფრო წინ ყოფილიყო და ამ საქმეს სათავეში ჩადგომოდა. მე არ მაქვს რამე ახირება, რომ აუცილებლად პირველი ვიყო, ჩემთვის მთავარია შედეგი მივიღოთ. მასთან არ მისაუბრია და ჩემი დღევანდელი გამოსვლა შეუძლია მოწოდებად ჩათვალოს. შეთავაზებას ვუკეთებ, რადგან მასთან ბევრი მოსაზრება მაქვს თანხვედრაში,”- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი