ახალი ამბები

ანონსი – 6 ივნისი

5 ივნისი, 2016 •
ანონსი – 6 ივნისი

გთავაზობთ 6 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

9:30 – საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის  ორგანიზებით, სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში.“

10:00 – ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ შესასვლელთან ბრიფინგს გამართავენ;

10:00 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაციის წევრებთან. შეხვედრას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის წევრები დაესწრებიან.

11:00 – კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა ბრიფინგს გამართავს და ცოდნის ფონდისა და უნივერსიტეტების სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს;11:00 – სასტუმრო „ რედისონში“ ყაზახეთსაქართველოს ბიზნეს-ფორუმი გაიმართება;

11:00 – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს გამართავს სამინისტროში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმების გაფართოვების შესახებ;

11:30 – “პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული;

12:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის IV საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება;

12:00 – ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა;

12:00 – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა;

12:00 – თამაზ მეჭიაური თავისი პარტიის საინიციატივო ჯგუფს წარადგენს თბილისში, პარლამენტის შენობაში, ოთახი 512;

12:00 – “პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული;

12:00 – სოციალურად დაუცველი უსახლკარო ჯგუფები განმეორებით საპროტესტო აქციას გამართავენ საქართველოს ეკონომიკის  სამინისტროს  წინ;

13:00 – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა;

13:00 – კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა გაიმართება, რისი დასრულების შემდეგ, 14:00 საათზე, გამგეობის წევრები გამართავენ პრესკონფერენციას, რომელზეც „სასკი ბასკონიასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებისა და ბოლო დროს განვითარებულ ამბებთან დაკავშირებით მედიას ინფორმაციას მიაწვდიან. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 49ა;

15:00 – “პირველის პრესკლუბში” “არგენტინის სახლი საქართველოში“ პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ საზოგადოებრიობაში საჯაროდ გაცხადებული ა/წ ივლისში საქართველოში დაგეგმილი ფეხბურთის მეფედ წოდებული პელეს ვიზიტი; საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი: არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, საქართველოს U-21; ტურნირის ფარგლებში ამავე ქვეყნების ბიზნეს-ფორუმისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი კულტურული და სხვა ღონისძიებები. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

15:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა;

15:00 – ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (OSGF) გამართავენ ერთობლივი კვლევის პრეზენტაციას „ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმისა და მისი იმპლემენტაციის პროცესის შეფასება (კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი).“

16:00 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა;

16:00 – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა;

16:00 – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა;

17:00 – მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართება აქცია უსახლკარო ცხოველთა დასაცავად.

20:00 – მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტ ეკა ქევანიშვილს დაეთმობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი