ახალი ამბები

ინტერ რაომ გარდაბნის თბოსადგური გაყიდა

3 ივნისი, 2016 • 1438
ინტერ რაომ გარდაბნის თბოსადგური გაყიდა

რუსულმა კომპანიამ “ინტერ რაომ” გარდაბნის თბოსადგური საერთაშორისო ინვესტორების კონსორციუმს მიჰყიდა. როგორც “ინტერ რაო” იტყობინება, გაყიდულია შპს “მტკვარის ენერგეტიკას” 100%-იანი წილი.

შპს-ს “მტკვარი ენერგეტიკა” ორი ენერგობლოკი ენერგოჰოლდინგმა “ინტერ რაო” (“რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის” შვილობილი კომპანია) 2003 წლის ოქტომბერში სხვა აქტივებთან ერთად კომპანიისგან “ეი-ი-ეს” შეიძინა და მისი აქციების 100%-ის მფლობელი გახდა.

“მტკვარი ენერგეტიკას” ენერგობლოკების დადგმული სიმძლავრე 300 მგვტ-ს შეადგენს.
“ინტერ რაო” 2020 წლამდე, კომპანიის განვითარების სტრატეგიის თანახმად, მიზნად ისახავს ბიზნესის განვითარებას უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში, – განაცხადა კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრმა ილნარ მირსიაპოვმა, – ამასთან, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოში როგორც ჰიდროგენერაციის სეგმენტში, ისე ელექტროენერგიის განაწილების სფეროში”.
ინტერ რაო ფლობს საქართველოში მსხვილ ენერგოსადისტრუბუციო კომპანია “თელასში” აქციების 75%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი