ახალი ამბები

ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

3 ივნისი, 2016 • 1130
ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით  ხუთი პირი დააკავეს და მათ შორისა ე.წ. კანონიერი ქურდობისათვის ნასამართლევი პლატონ მ.

გამოძიების ინფორმაციით, კანონიერი ქურდობისთვისწარსულში ნასამართლევმა პლატონ მ.-მ, ორგანიზებულდანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ოთხ წევრთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა დიდი ოდენობით ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღებას, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე  დაჯგუფების 3 წევრი დააკავეს, ხოლო დანარჩენი ორი მათ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

“დაკავებულთა ბინებისა და პირადი ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით, სხვადასხვა უცხო ქვეყნის ვალუტას მიმსგავსებული ბანკნოტები, რომლებზეც დანიშნულია ექსპერტიზა მათი წარმომავლობისა და სიყალბის დადგენის მიზნით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,  და ,,  ქვეპუნქტებით,  რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი