ახალი ამბები

ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გათავისუფლდება

13 მარტი, 2024 • 1278
ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გათავისუფლდება

ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გათავისუფლდება. ამის შესახენ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, კრასნოდარის სასამართლომ დააკმაყოფილა შაქრო კალაშოვის მოთხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

შაქრო კალაშოვი 2008 წელს ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს, რის შემდეგაც რუსეთში დაბრუნდა.

შაქრო კალაშოვი მოსკოვში 2016 წელს დააკავეს. 2018 წელს მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვი და მისი 10 თანამზრახველი ფულის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო. შაქრო კალაშოვს სასამართლომ 9 წლითა და 10 თვით პატიმრობა შეუფარდა.

კალაშოვს საქართველოში დაუსწრებლად, მკვლელობის ბრალდებით, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი