გთავაზობთ, 1 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
08:45 – თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ბაკურიანში გააცილებენ შშმ და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდების პირველ ნაკადს.
10:00 – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საკრებულოს ფრაქციის„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე საჯარო სკოლებისწარჩინებულ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს საკრებულოში უმასპინძლებს. მის: თავისუფლების N2.
10:45 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიდუბის რაიონში მცხოვრებ ბავშვებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლებენ.
11:00 – ვაშლიჯვრის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. თბილისის მერი დავით ნარმანია ბაღის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს. მის : ვაშლიმჯვრის მეორე ზონა.
11:00 – საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლს გაიღებენ. მის: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე–13 კმ.
11:00 – სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის მეორე ეტაპი ჩატარდება. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).
11:00 – სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ სახალხო დამცველი ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს.
11:00 – ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების, იუსტიციისა და სპორტის სამინისტროებთან ერთად ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით ანგარიშს წარადგენს. მის: ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონი (წერეთლის 118).
11.00– ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში ცნობად სახეებთან ერთად ლაიფმედის კლინიკაში ფონდის მიერ დაფინანსებულ ბავშვებს ესტუმრება.
12:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).
12:00 – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი № 616, “С” კორპუსი .
12:00 – სასტუმრო რუმს ჰოტელში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” ორგანიზებით 15 ივნისს დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
13:00 – თბილისის მერი დავით ნარმანია პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიულოცავს და საქართველო-ფილიპინების მეგობრობის პარკის „მაბუჰაი“-ს გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრება. მის.: თბილისის ზოოპარკი.
13:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).
13:00 – რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი პროგრამა მოძღვარი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში წარმოადგენენ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ საქველმოქმედო პროექტს.
14:00 – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის იმიტირებული სხდომა ბავშვებისთვის. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).
14:00 – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისისმუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის ირაკლი აბუსერიძის ინიციატივითა დაშუამდგომლობით, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებაგაიმართება. მის: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“.
14:00 – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი პრეს-კონფერენციას გამართავს. გაეროს ბავშვთა ფონდი პოლიტიკურ პარტიებს კონკრეტული კითხვებით მიმართავს და მოუწოდებს ბავშვთა საკითხები შეიტანონ თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამებსა და კამპანიებში. მისამართი: გაეროს სახლი, ერისთავის ქ. 9 (მრგვალ ბაღთან), საკონფერენციო დარბაზი.
15:00 – თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახმეტელის თეატრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრებიან. მის : ქერჩის ქ. 8.
15:00 – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება ცაგერის საარჩევნო ოლქში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ცაგერის კულტურის სახლი.
17:00 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა . თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).