საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 30 მაისს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
სხდომა 15:00 საათზე დაიწყება და სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:
- მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის;
- რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;
- უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.