ახალი ამბები

ოპოზიციის სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

6 დეკემბერი, 2011 • 1348
ოპოზიციის  სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტარმა თამაზ დიასამიძემ „ქრისტიან დემოკრატული ფრაქციის“ წევრ ლევან ვეფხვაძეს  ნაძირალა უწოდა.  პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დეპუტატებს წესრიგისაკენ მოუწოდა. სხდომათა დარბაზში დაპირისპირებული მხარეები მანდატურებმა დაამშვიდეს.

კანონპროექტით, რომელიც პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა,  დეპუტატების რაოდენობა 150– დან 190– მდე იზრდება. პრეზიდენტის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიციის დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თემა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ წამოსწია. მისი თქმით, რეფერენდუმის  შედეგების გაუქმება  დანაშაულია: „ კონსტიტუციის და რეფერენდუმის შედეგების იგნორირებას პარლამენტში უმრავლესობა და უმცირესობა ერთობლივად  ლობირებს“.

ბაღათურია  სრულიად უპასუხისმგებლოს უწოდებს პარლამენტის იურიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კიუბლაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ რეფერენდუმი იყო უკანონო: „სამწუხაროდ კუბლაშვილმა რეფერენდუმის უკანონობა 8 წლის შემდეგ აღმოაჩინა.  მაშინ ეს პარლამენტიც არის უკანონო და ყველა გადაწყვეტილება, რაც აქამდე მივიღეთ“ – განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმთ, 8 წლის წინათ ჩატარებულ რეფერენდუმზე დეპუტატების რაოდენობის შემცირებას  მილიონ 700 ათასმა ადმიანმა მისცა ხმა. ბაღათურიამ პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს კანონპროექტის განხილვის შეჩერებისაკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდა, დეპუტატი კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნებას აპირებს.

„ერთობა სამართლიანობის“ წევრი  დიმიტრი ლორთქიფანიძე სააპრლამენტო ოპოზიციის პოლიტიკური და  მორალური პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს:  „კონსტიტუციური კანონის პროექტის  ინიცირებაში, ორი წევრის გამოკლებით, მთელი საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობს. გეკითხებით  თქვენ,  გორგი და ლევან, თქვენ მონაწილეობდით ამ კანონპროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის პირველ სხდომაზე, აიღებთ თუ არა მორალურ და პოლიტიკურ ტვირთს, ამ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში“.

ლორთქიფანიძის თქმით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ოპოზიციას პირდაპირ აკისრებს:  “ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ერთგული რჩება რეფერენდუმუს შედეგების და 2005 წელს სწორედ რეფრენდუმზე დაყრდნობით მოახდინა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და რომ არა ოპოზიციის ერთი ნაწილის დაჟინებული მოთხოვნა, მხარს არ დაუჭერდა დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას”.

ლორთქიფანიძის თქმით, ამ კანონპროექტის ინიცირებისას საპარლამენტო ოპოზიცია უფრო აქტიურობს, ვიდრე უმრავლესობა.  „უმრავლესობა ამ პროცესში აქტიურად არ  მონაწილეობს,  რადგან იზიარებს პასუხისმგებლობას. სანამ დროა, გონს მოეგეთ. ძალიან დიდია ტვირთი, რასაც საზოგადოება გაკისრებთ. ეს საკანონმდებლო ინიციატივა, როგორც აქტი, არის უკანონო“–აცხადებს ლორთქიფანიძე.

ლორთქიფანიძის გამოსვლას პარლამენტში „ქრისტიან დემოკრატების “ გაღიზიანება მოჰყვა. პარლამენტარს  „ქრისტიან დემოკრატიული“ ფრაქციის წევრმა, პარლამენტის ვიცე სპიკერმა  ლევან ვეფხვაძემ უპასუხა: „ სამართლებრივ საკითხზე შეიძლება ვიდაოთ. ეს არის რთული თემა. ამ შემთხვევაში, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება უნამუსოდ იქცევა. ცდილობენ, ჩვენ  „შეგვტენონ“ პასუხისმგებლობა. მაგრამ ჩვენ პოლიტიკური კონსენსუსი მაღლა დავაყენეთ, ვიდრე საზოგადოების ინტერესი “,– განაცხადა ვეფხვაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ ეხება პატარა პარტიებს, რათა ისინი მოხვდნენ პარლამენტში. „ მზად ვარ, დავტოვოთ ყველაფერი ისე,  როგორც არის. დავტოვოთ 150– კაციანი  პარლამენტი“,– აცხადებს ვეფხვაძე.

ვეფხვაძის  თქმით, პოლიტიკური რვიანის  ფორმატში დეპუტატების რაოდენობის გაზრდას სხვა პოლიტიკური პარტიებიც უჭერდნენ მხარს,  მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა ვერ გაბედეს. „ ამიტომ ყველას მოგიწოდენთ, შევაჩეროთ ამის განხილვა  და ისინი სად აღმოჩდნებიან, მაგ თემაზე შემდეგ ვიმსჯელოთ“,– ამბობს ვეფხვაძე.

„ქრისტიან დემოკრატიული“ ფრაქციის წევრის გიორგი ახვლედიანის შეფასებით, აღნიშნულ ინიციატივა  პოლიტიკური და  ოპოზიციური სპექტრის გაძლიერებას შეუწყობს ხელს: „ დეპუტატების რაოდენობა 75/75  ზე ყოველთვის ხელისუფლებას აძლევს ხელს. რადგან 75  მაჟორიტარი  გადაწყვეტს  ამათუ იმ საკითხის ბედს.  ვერ აფასებთ იმას, რომ ამ ინიციატივის შედეგად ხვალ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ოპოზიცური სპექტრი.“

ახვლედაინის თქმით, ოპოზიცია პარლამენტართა რაოდენობის გაზრდას იმიტომ არ უჭერს მხარს, რომ „ერთი ადგილი“ არ აქვს ამაზე სასაუბროდ. დეპუტატი  მზად არის,  კანონპროექტთან დაკავშირებით ფრაქციის ხელმოწერები უკან გამოიწვიოს, სამაგიეროდ,  როცა 2012 წელს პარლამენტში ოპოზიციურ სპექტრს პრობლემები ექნება, ახვლედიანი  ამ შემთხვევაში  პასუხისმგებლობას არ იგრძნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი