ახალი ამბები

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” ”მაესტროს” შესახებ

1 დეკემბერი, 2011 •
კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” ”მაესტროს” შესახებ

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” ”მაესტროს”  სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენას თხოვს.

“ტელეკომპანია ”მაესტროში” მიმდინარე მოვლენების გამო კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” მოუწოდებს მმართველ კომპანიას და ტელეარხის დამფუძნებლებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ”მაესტროს” სრულფასოვანი მაუწყებლობა.  სიტუაციის განმუხტვის მიზნით მათ უნდა დატოვონ შენობა, მისცენ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება და სამართლებრივი დავა გააგრძელონ ისე, რომ არ დაზარალდეს  ტელეკომპანია და მისი მაყურებელი.

კოალიცია მზად არის, შეასრულოს მედიატორის როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის,”–ნათქვამია კოალიციის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი