ახალი ამბები

“მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებლის უშედეგო მცდელობა

30 ნოემბერი, 2011 • 1394
“მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებლის უშედეგო მცდელობა

ტელეკომპანია “მაესტროდან” გამოსულმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ მისი მცდელობა, ტელეკომპანიაში ჩაკეტილ კიწმარიშვილსა და ღლონტს დაეწყოთ მოლაპარაკება, უშედეგოდ დასრულდა.

“ვერც ერთს ვერ მოველაპარაკე, ორივე [ეროსი კიწმარიშვილი და მამუკა ღლონტი] თავისთვის არის ჩაკეტილი და ერთთმანეთთან კონტაქტი არა აქვთ. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ვიცანი ეროსი კიწმარიშვილის გარემოცვიდან, არის პაატა პაჭკორია [რუსთავის მედიის მართვის კომპანიიის დირექტორი]”- განაცხადა ჟურნალისტებთამ ჩიკვაიძემ.

ჩიკვაიძე “მაესტროში” მისვლამდე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ის მიესალმება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ  განცხადებას  და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციამ ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდაჭერა გამოხატა.

მოგვიანებით ჩიკვაიძე  არსებულ პრობლემებზე ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ისაუბრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი