ახალი ამბები

”მაესტრო” მაუწყებლობას რადიოეთერიდან ანახლებს

30 ნოემბერი, 2011 •
”მაესტრო” მაუწყებლობას რადიოეთერიდან ანახლებს

ტელეკომპანია ”მაესტრო” საგანგებო რეჟიმში რადიო მაესტროს სტუდიიდან მაუწყებლობს.

”იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, ტელეკომპანიის სტუდიიდან განვახორციელოთ მაუწყებლობა და იმის გამო, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რა ხდება დღეს მთელი დღის განმავლობაში და გავაგებინოთ შეფასებები დღევანდელ მოვლენებთან, გადავწყვიტეთ, ასეთ რეჟიმში ვიმაუწყებლოთ. შეიძლება იყოს გარკვეული ტექნიკური შეფერხება, რისთვისაც წინასწარ ვიხდით ბოდიშს, თუმცა ვითვალისწინებთ რა საზოგადოებრივ ინტერესს, გადავწყვიტეთ ამ ფორმით მაუწყებლობა” – ამბობს ჟურნალისტი თეა სიჭინავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი