„ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ორ თვეზე მეტია პარტიის ოფისში არ გამოჩენილა და არც პარტიულ საქმიანობაში მიუღია მონაწილეობა. პარტიის თავმჯდომარე არ დაინტერესებულა იმით, რა პროცესები ვითარდებოდა პარტიაში, არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. დღეს კი განცხადება გააკეთა პარტიიდან წასვლის შესახებ და ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა იმ ადამიანების წინაშე, ვინც დღეს პარტიის ერთგულების გამო ციხეშია, ან ქვეყნიდან არის განდევნილი.
სოზარ სუბარმა 30 ნოემბერს ტელეკომპანია “მაესტროს” შენობასთან განაცხადა, რომ ქართული პარტია დატოვა. ის ტელეკომპანიაში ჟურნალისტების მხარდასაჭერად მას შემდეგ მივიდა, რაც ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც “მაესტროს” მმართველი კომპანიის დამფუძნებელია, შენობაში არ უშვებდა ჟურნალისტებს და “მაესტროს” დამფუძნებლებს.






