სამართალი

ოქრუაშვილი შიმშილობს

18 დეკემბერი, 2012 • • 1427
ოქრუაშვილი შიმშილობს

“ეს ადამიანები იყვნენ პოლიტპატიმართა სიაში და არიან ე.წ. “ზილების რევოლუციის” საქმეზე გასამართლებულები. ამ საქმისთვის გასამართლებულთა ნაწილი მოხვდა ამ სიაში, ნაწილი – არა.” 

 

კორძაძის ინფორმაციით, პოლიტპატიმართა სიის მიღმა დარჩა 10 ადამიანი: “ამ დრომდე გაურკვეველია, რატომ არ მოხვდნენ ეს ადამიანები პოლიტპატიმართა სიაში, როცა ერთი და იგივე საქმისთვის იყვნენ გასამართლებულნი.”

 

ზვიად კორძაძე არ ფლობს ინფორმაციას, რამდენ დღეს გააგრძელებს ირაკლი ოქრუაშვილი შიმშილობას.

 

“ქართული პარტიის” პრესსამსახურის ცნობით,  პარტიის წევრები –  ლევან ტერაშვილი, კახა ტერაშვილი  და დავით შიუკაშვილი, რომლებიც ე.წ. “ზილების რევოლუციის” საქმეზე აბსურდული ბრალდებებით “მატროსოვის” ციხეში ერთი წელია სასჯელს იხდიან, 9 დეკემბრიდან შიმშილობენ.” 

 

მოშიმშილეები პოლიტპატიმართა სიიდან გაურკვეველი მიზეზით მათი გვარების ამოღებას აპროტესტებენ. დაკავებულთა პროტესტს ციხის სხვა მსჯავრდებულებიც უერთდებიან:

 

ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი

“სოლიდარობის ნიშნად “მატროსოვის” ციხის 30-მა პატიმარმა ხელმოწერები შეაგროვა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას გადაეგზავნა. “ქართული პარტიის“ წევრები   შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ და ბესელიას კომიტეტს სამართლიანობის აღდგენას სთხოვენ”, – ნათქვამია “ქართული პარტიის” განცხადებაში.

 

საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც 190 ადამიანს პოლიტიკური პატიმრის, ხოლო 25-ს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნულ სიაში თავდაპირველად იყო “ქართული პარტიის” ხელმძღვანელი ირაკლი ოქრუაშვილი და მისი თანაგუნდელები, თუმცა მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, ისინი სიიდან ამოიღეს. ე.წ. “ზილების რევოლუციის” საქმეზე სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

 

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში 2012 წლის 20 ნოემბერს დაბრუნდა. ის თბილისის აეროპორტში იმ დღესვე  დააკავეს.

 

ირაკლი ოქრუაშვილს თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით მისჯილი.  მას თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვაში ედება ბრალი. განაჩენი სასამართლომ 2008 წლის 28 მარტს გამოიტანა.

 

ირაკლი ოქრუაშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004-2006 წლებში ქვეყნის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი იყო.

 

2006 წლის 10 ნოემბერს ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა და ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა. ერთი კვირის შემდეგ ოქრუაშვილმა თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა, მმართველი გუნდიდან ოპოზიციაში გადავიდა და თანამოაზრეებთან ერთად პარტია ”ერთიანი საქართველოსთვის” დააფუძნა.

 

2007 წელს ირაკლი ოქრუაშვილი პარტიის ოფისში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი