პრესსამსახურის ცნობით, მოშიმშილეები პოლიტპატიმართა სიიდან გაურკვეველი მიზეზით მათი გვარების ამოღებას აპროტესტებენ. დაკავებულთა პროტესტს ციხის სხვა მსჯავრდებულებიც უერთდებიან:
“სოლიდარობის ნიშნად “მატროსოვის” ციხის 30-მა პატიმარმა ხელმოწერები შეაგროვა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას გადაეგზავნა. “ქართული პარტიის“ წევრები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ და ბესელიას კომიტეტს სამართლიანობის აღდგენას სთხოვენ”, – ნათქვამია “ქართული პარტიის” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც 190 ადამიანს პოლიტიკური პატიმრის, ხოლო 25-ს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნულ სიაში თავდაპირველად იყო “ქართული პარტიის” ხელმძღვანელი ირაკლი ოქრუაშვილი და მისი თანაგუნდელები, თუმცა მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, ისინი სიიდან ამოიღეს. ე.წ. “ზილების რევოლუციის” საქმეზე სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.