შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, თუმცა კითხვას, არიან თუ არა მომხდარის გამო დაკავებულები, დადებითად არ პასუხობენ:
“ამ საქმეზე დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზები, იკითხება მოწმები და გამოძიება მიმდინარეობს 125-ე მუხლით”, – გვითხრეს შსს-ში. კითხვას, რა სახის ექსპერტიზაა დანიშნული, უწყებაში ასე პასუხობენ:
“მიმდინარეობს გამოძიება. კონკრეტულად მეტს ვერ გეტყვით”.
სამეგრელოში, სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს.
შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.